• (032) 243 33 43  
  • info@helsicore.ge      
  • Tevdore Mgvdeli Str. #13, Tbilisi, Georgia

ჰელსიკორი

საქართველო-ისრაელის ერთობლივი კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრი

„ჰელსიკორი“ – ეს არის ისრაელისა და საქართველოს პირველი ერთობლივი კლინიკა, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებს.
კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, ევროპის სტანდარტებს მორგებული აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმთა გუნდით, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის უმაღლესი ხარისხით მკურნალობაზე.
„ჰელსიკორში“ ტარდება როგორც რუტინული კარდიოვასკულარული, ასევე ჰიბრიდული (ქირურგიულ-ინტერვენციული), დახურული (უსისხლო) და ღია ტიპის ურთულესი ოპერაციები.
საქართველოში პირველად, სწორედ კლინიკა „ჰელსიკორში“ დაინერგა გამსკდარი ანევრიზმის დახურული მეთოდით მკურნალობა და კიდევ სხვა მრავალი ინოვაცია, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა და გართულებები.

დიაგნოსტიკითა და მკურნალობით კლინიკა არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს.
„ჰელსიკორის“ ამბულატორიული დეპარტამენტი, უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით, მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს პაციენტებს დიაგნოზის დასაზუსტებლად. ინოვაციებისა და უახლესი აპარატურის დახმარებით, პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობაზე, განსაზღვრავენ დაავადების გართულებათა რისკს, პროგნოზსა და პრევენციულ ღონისძიებებს.

ჩვენი კლინიკის მთავარი უპირატესობებია:

  • ორიენტირება პაციენტის ჯანმრთელობაზე;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა;
  • გართულებებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა;
    • ევროპული სტანდარტების დანერგვა;
    • მაღალტექნოლოგიურ პროცედურებზე ორიენტირება;
    • მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი ზრდა;

მმართველი გუნდი

3

რუსუდან ლაგვილავა

გენერალური დირექტორი

2

გელა კვარაცხელია

ფინანსური დირექტორი

1

შმაგი ჭიოკაძე

იურისტი

პალატა

კვალიფიციური თანამშრომელი

კმაყოფილი პაციენტი

ექიმი



ჰელსიკორის ცხელი ხაზი

ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენს დასახმარებლად!

24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ კლინიკა „ჰელსიკორის“ ცხელი ხაზი. ნებისმიერი სახის ინფორმაციისთვის დარეკეთ საკონტაქტო ნომერზე ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ:

      • კონსულტაცია გაგიწიოთ კლინიკის სერვისების შესახებ
      • დაგეხმაროთ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვაში
      • ამომწურავი პასუხი გავცეთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას

დაგვიკავშირდით (032) 243 33 43