სისხლძარღვთა ქირურგია

„ჰელსიკორში“ ტარდება როგორც დახურული (უსისხლო), ასევე ღია ტიპის ურთულესი ოპერაციები. ძირითადი მიმართულებაა საძილე არტერიების ქირურგია ინსულტის პრევენციის მიზნით, სტენტგრაფტების იმპლანტაცია კანქვეშა მიდგომით. პირველად საქართველოში, დაინერგა გამსკდარი ანევრიზმის დახურული მეთოდით მკურნალობა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა და გართულებები, ასევე პეროფერიული სისხლძარღვების სტენტირება (გაჭრის გარეშე). სწორედ ჩვენს მიერ დაინერგა ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა ვაკუუმ თერაპიით.