ლაბორატორია

კლინიკა „ჰელსიკორის“ ლაბორატორიაში მიმდინარეობს შემდეგი სახის კვლევები:
• საერთო კლინიკური: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი.
• კლინიკური ქიმია: ბიოქიმიური ანალიზები სისხლსა და შარდში, კოაგულაცია, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების განსაზღვრა, გლიკოზირებული ჰემოგლობინი.
• სეროლოგიური გამოკვლევები: სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა, ვირუსები სწრაფი, მარტვი მეთოდით (HBsAG, anti-HCV, anti-HIV1+2, anti-SYPH)
• სხვადასხვა: ტროპონინი (რაოდენობრივი), კრეტინ-კინაზა MB, თირეოტროპიული ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი, ტვინოვან ნატრიურეზული პეპტიდი, C-პეპტიდი, პლევრალური და პერიკარდიუმის სითხის გამოკვლევა, მიკროალბუმინი, ჰომოცისტეინი.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ანალიზი ტარდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდითა და უახლესი აპარატურით, კერძოდ:
ჰემატოლოგიური 18 პარამეტრიანი ანალიზატორი, MEK-6500K, Ser.#00137. Nihon Kohden, იაპონია.
ბინოკულარული მიკროსკოპი, Ura, Ser.#21590. RAK, ესპანეთი.
ექსპრეს ანალიზატორი Smart 700/340. Ser.#Bd16164. EuroLyser Diagnostics GmbH, ავსტრია.
ბიოქიმიური ანალიზატორი – ფოტომეტრი თშ – 350, Ser.#801766988. BioSystems, ესპანეთი.
ბიოქიმიური ანალიზატორი ავტომატურ-ტურბიდიმეტრიული A-15 SN831055944, BioSystems, ესპანეთი.
იმუნოლოგიური ავტომატური ანალიზატორი AIA-360, Ser.#14963904. TOSOH, იაპონია.