კარდიოლოგია

კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია კლინიკა „ჰელსიკორის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და საქართველოს წამყვანი კარდიოლოგი, ბატონი ნოდარ ემუხვარი.
კარდიოლოგიის დეპარტამენტი თავისი ინტენსიური ბლოკით აღჭურვილია უახლესი აპარატურით, სადაც პაციენტები თავსდებიან გულის სხვადასხვა დაავადებებით, როგორც კლინიკის ამბულატორიიდან, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადებით. აქ ხდება ურგენტული პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ინტენსიურ ბლოკში მომუშავე პერსონალი ყველაფერს აკეთებეს მძიმე პაციენტების გადასარჩენად უმაღლესი თაობის დიაგნოსტიკის აპარატურისა და მედიკამენტების დახმარებით.

კარდიოინტერვენცია

კლინიკა „ჰელსიკორის“ კათერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ფუნქციონირებს კლინიკის გახსნის დღიდან. ბ-ნი ირაკლი გოგორიშვილის ხელმძღვანელობით წელიწადში 1500-ზე მეტი პროცედურა ტარდება, უმეტესად კორონარული ინტერვენციები, მხოლოდ მოწინავე კომპანიის უახლესი თაობის სტენტების გამოყენებით.
კათერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით: ორი Toshiba-ს ფირმის სტაციონარული ანგიოგრაფითა და ერთი Philips-ის მობილური დანადგარით/ დამატებითი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ჩატარდეს არამარტო რუტინული კარდიოვასკულარული პროცედურები, არამედ ჰიბრიდული (ქირურგიულ-ინტერვენციული) ოპერაციები. ჩატარებულ პროცედურათა შორის უმეტესია კორონარული ინტერვენციები, თუმცა მრავლადაა ელექტროფიზიოლოგიური პროცედურები და ვასკულარული კვლევები. დღესდღეისობით ჩვენი სტატისტიკა არაფრით ჩამოუვარდება მოწინავე დასავლურ ცენტრებს.
კათერიზაციის ლაბორატორიაში მუშაობს ორი ინტერვენციული კარდიოლოგი, ერთი ელექტროფიზიოლოგი და რამოდენიმე ვასკულარული ქირურგი.
ვცდილობთ ვიმუშაოთ მსოფლიოს უახლესი მიღწევების შესაბამისად: კორონარულ ინტერვენციებში გამოიყენება მხოლოდ მოწინავე კომპანიების უახლესი თაობის, როგორც წამლიანი, ასევე გაწოვადი, პოლიმერული სტენტები.
მოწინავე ფირმების ყველაზე რთული ელექტროფიზიოლოგიური იმპლანტირებადი მოწყობილობები ჩვენს კლინიკაში რუტინულად ყენდება. ამჟამად მიდის მოლაპარაკებები, ამიერკავკასიაში პირველად, თრანსაკათეტერული ხელოვნური სარქვლის ჩასაყენებლად. კათეტერიზაციის ლაბორატორია მჭიდროდ არის ინტეგრირებული კლინიკის სხვა განყოფილებებთან. ამგვარი ურთიერთთანამშრომლობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი წარმატების მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენს კლინიკას აქვს.

კარდიოლოგია,kardiologia
კარდიოლოგი გული კლინიკა თბილის,კარდიოლოგი კლინიკა გული თბილის,კარდიოლოგია,კარდიოლოგიური კლინიკა,კარდიოლოგიური კლინიკა თბილისში,კარდიოლოგიური ცენტრი,ინტერვენციული კარდიოლოგია,კარგი კარდიოლოგი,კარდიოლოგი,საუკეთესო კარდიოლოგი,კარდიოლოგიური დაავადებები,კარდიოლოგიური კლინიკები,საუკეთესო კარდიოლოგიური კლინიკა,საუკეთესო კარდიოლოგი თბილისში,საუკეთესო გულის კლინიკა,საუკეთესო გულის კლინიკა თბილისში,ყველაზე კარგი კარდიოლოგიური კლინიკა,კარდიოლოგიური დაავადებები,კარდიოლოგიური დაავადება,ენდოკრინოლოგია თბილისი,კარგი კარდიოლეგები თბილისი,კარგი კარდიოლოგები თბილისში,კარგი კარდიოლოგი თბილისი,თბილისი კარგი კარდიოლოგი,საუკეთესო კარდიოლოგიური ცენტრი,კარდიოლოგიური კლინიკები თბილის,ყველაზე კარგი კარდიოლოგი,ყველაზე კარგი გულის ცენტრი,ყველაზე კარგი გულის ექიმი,საუკეთესო კარდიოლოგიური კლინიკა თბილის