განათლება და პროფესიული საქმიანობა:

2005-2006 წწ – სწავლობდა მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტ ჯოზეფ ბრუგადასთან (Josep Brugada) ბარსელონას უნივერსიტეტის კლინიკურ ჰოსპიტალში და დღემდე აგრძელებს მჭიდრო პროფესიონალურ ურთიერთობას თავის მასწავლებელთან.

2007 წელი – პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველმა წარმატებით ჩააბარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდა გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში.

2009 წელი – მიენიჭა სრული ევროპული აკრედიტაცია გულის ინვაზიურ ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში.

2009 წელი – ევროპის გულის რიტმის ასო
ციაციის ერთწლიანი პროგრამა (Advanced fellowship) გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში ბელგიის ქალაქ ბრიუგეს Sint-Janshospital-ში, რაც მოიცავდა რთული არითმიების, მათ შორის წინაგულთა ფიბრილაციის („მოციმციმე არითმიის“) და პარკუჭოვანი ტაქიკარდიების აბლაციებს.

2011 წელი – ქართველ კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია და გახდა მისი პირველი პრეზიდენტი.

საქართველოში უკვე წლებია წარმატებით მკურნალობს გულის არითმიების მქონე პაციენტებს.

სწორედ მის სახელს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარებული არაერთი რთული სამედიცინო პროცედურა, კერძოდ:

  • ეპიკარდიული ანუ გარეთა ზედაპირის კარტირება და აბლაცია.
  • წინაგულთა ფიბრილაციის ე.წ. „მოციმციმე არითმიის“ აბლაცია ფაზური რადიოსიხშირის კათეტერით.
  • კათეტერული აბლაცია სრულად რენტგენო-დასხივების გარეშე.